LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანი ჯავახი: „ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ბიონსეს ქორეოგრაფმა ამიყვანა ასისტენტად…“

370
bioncejavaxi

ჰიპ-ჰოპის მოცეკვავე ანა ჯავახს „ინსტაგრამზე“ 300 000 გამომწერი ჰყავს და როგორც ინფლუენსერები, უპირატესობას უცხოურ კომპანიებთან მუშაობას ანიჭებს.

ჟურნალ „სარკესთან“ ასევე აღნიშნავს, რომ ბიონსეს ქორეოგრაფთან ჰქონდა შეხება:

„საქართველოში ყველა სატელევიზიო პროექტში მაქვს მონაწილეობა მიღებული, თავადაც ვცეკვავდი და ცეკვებსაც ვდგამდი. ხშირად დავდივარ უცხოეთში, ვესწრები მასტერკლასებს, რომლებსაც ამ ცეკვის ვირტუოზები ატარებენ. ყველაზე დიდი მიღწევა იყო ის, რომ ბიონსეს ქორეოგრაფმა ამიყვანა ასისტენტად. ასევე ჩემს ვიდეოებს ტვირთავენ ჰიპ-ჰოპის ვარსკვლავები“.

Fortuna.ge დაინტერესდა, რას გულისხმობდა ბიონსეს ქორეოგრაფის ასისტენტობაში მოცეკვავე და ანა ჯავახს დავუკავშირდით:

„ორი წლის წინ თურქეთში ექვსი ცნობილი ქორეოგრაფის მასტერკლასს დავესწარი. ასეთი ტიპის მასტერკლასები პანდემიამდე ხშირად ტარდებოდა, ახლა შეზღუდული რაოდენობით იღებენ მოცეკვავეებს. იმ ექვს ქორეოგრაფს შორის, ვინც მასტერკლასს გვიტარებდა, იყო ბიონსესა და Ne-Yo-ს, ჯანეტ ჯეკსონის, აშერის და სხვა ვარსკვლავების ქორეოგრაფი, Galen Hooks.

მან 500 მოცეკვავეს შორის გამომარჩია, დამიძახა, წითელთმიანო, წინ გამოდიო, გვერდზე დამიყენა და ასისტენტობა შემომთავაზა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მე უნდა გამემეორებინა მოძრაობები, დანარჩენებს კი უნდა ეყურებინათ და ჩემგან ესწავლათ…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g