LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ წარმატების მოპოვებაში – ქრისტიანული ეკლესიის ნაწილი დღეს შობას აღნიშნავს

68
ფრანცისკე

რომის პაპმა ფრანცისკემ წმინდა პეტრეს ტაძარში საშობაო მესა აღავლინა. სადღესასწაულო მესა კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა. კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარმა თავის მიმართვაში დღესასწაულის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“მოდით, ვკითხოთ ჩვენს თავს, შეგვიძლია მივიღოთ ის, თუ როგორ მოგვევლინა ღმერთი. ეს არის შობის გამოწვევა. ღმერთი მოგვევლინა, მაგრამ ბევრმა ეს ვერ გააცნობიერა. ღმერთი პატარა ჩვილად მოგვევლინა. ღმერთი ყოველთვის ცდილობს, დაიმდაბლოს თავი და ჩვენ კი, ყოველთვის სიდიადეს ვეძებთ. ღმერთი დაიბადა, რათა ჩვენ გვემსახუროს. ჩვენ კი, მთელ ცხოვრებას ვატარებთ წარმატების მოპოვებაში. ღმერთს არ სურს ძალაუფლება და ძალა, ის ითხოვს გულისხმიერებას, სიყვარულს და ყოველთვის ეძიებს მცირედს. სწორედ ეს უნდა ვთხოვოთ ღმერთს ქრისტეშობას – მცირედი მადლი. ღმერთი გვასწავლის, რომ მცირედით მოიპოვება სიდიადე,” – აღნიშნა რომის პაპმა ფრანცისკემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g