LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„წარმოგიდგენიათ, რომ ვურეკავთ ოჯახებს, მოდიხარ წირვაზე, პირადი ნომერი მომეციო“? ჯუზეპე პაზოტომ შობის ღამისთევის წესი შეცვალა

127
კათოლიკური ეკლესია

საშობაო ღამისთევის წირვა ყველა კათოლიკურ ტაძარში 21:00 საათამდე დასრულდება. კათოლიკე ეკლესია უარს ამბობს მთავრობის შეთავაზებაზე, რომ შობის ღამეს მრევლი საშვებით გადაადგილდეს. ამის შესახებ ინფორმაცია  „კათოლიკე ეკლესიის მედია საქართველოში” ცოტა ხნის წინ გაავრცელა.

კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო აცხადებს, რომ მსახურებაზე დამსწრეთა მსურველების პირადი მონაცემების მოგროვება პრობლემურია.

ეპისკოპოსი ეჭვობს, რომ მთავრობის გადაწყვეტილება არის ირიბი იძულება, რათა საეკლესიო მსახურება ეკლესიებში ნებადართულ პერიოდში განხორციელდეს.

“საშვი გაიცემა იმათზე, ვის სახელებსა და პირადობის ნომრებს მიაწვდის ეპისკოპოსი რელიგიის სააგენტოში (რაც უკვე კარგა ხნის გაკეთებული უნდა იყოს). საიდან უნდა იცოდეს ეპისკოპოსმა, ვინ აპირებს მოსვლას წირვაზე?

მით უმეტეს, რომ შესაძლოა ისეთი ხალხიც იყოს მსურველი, რომლებიც იშვიათად დადიან ტაძარში? წარმოგიდგენიათ, წინამძღვარი როგორ ურეკავს ყველა ოჯახს და ეკითხება, მოდიხარო წირვაზე, პირადობის ნომერი მომეციო…? განა პიროვნებების მონაცემების მიწოდება არაა პირადი თავისუფლების შეზღუდვა? რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დროის მიუხედავად პირადად ყველას შეუძლია შეხვდეს იესოს, რომელიც იბადება”, – აცხადებს ეპისკოპოსი.

შეგახსენებთ, 22 დეკემბერს მაია ცქიტიშვილმა განაცხადა, რომ 24 დეკემბრის, კათოლიკური შობის ღამეს კათოლიკე მორწმუნეებს შეუძლიათ 144-ზე დარეკვით მიიღონ საშვი და შობის წირვას დაესწრონ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები