LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხატების დაწვა ან პროვოკაციაა ან ფსიქიკურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი – მიტროპოლიტი თეოდორე

299

ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტის თეოდორე ჭუაძის განცხადებით, ვალეში ხატებისა და წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი უნდა გასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას, საპატრიარქოს პრესსამსახური ავრცელებს.

“12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის დაბა ვალეში მცირე სალოცავთან კათოლიკური ხატებისა და ლოცვის წიგნების დაწვის ფაქტი ვანდალიზმია, რასაც გამოძიებამ პასუხი აუცილებლად დროულად უნდა გასცეს. არ არის გამორიცხული, რომ დამწვარ ხატებსა და წიგნებს შორის მართლმადიდებლურიც იყო, რადგან ეს ისეთი ადგილია, სადაც მსახურება არ აღევლინება და აქ სანთლის დასანთებად მართლმადიდებლებიც დადიან. მომხდარი ან შეგნებული პროვოკაციაა, ან ფსიქიურად გაუწონასწორებელი ადამიანის ნახელავი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები