LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა Covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით: ეკატერინე ტიკარაძე

725
ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა Covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით“. აღნიშნული განცხადება მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს სამწლიანი საქმიანობის ანგარიშის პრეზენტაციაზე გააკეთა.

მისი განმარტებით,საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და არსებობს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.

„პაციენტები კვდებიან არა Covid-ით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. ჩვენი ანალიტიკური ჯგუფი კლინიკების დონეზე მუდმივ რეჟიმში უყურებს როგორც დაყოვნების მოცულობას პაციენტებისას, ასევე პაციენტების დღიურ დაყოვნებას და ლეტალობის მაჩვენებელს ასაკობრივ ჭრილში. ძალიან ბევრი ცვლადით ვახდენთ კლინიკების მონიტორინგს და ჩვენ თავადაც ვაკეთებთ გარკვეულ დასკვნებს, თუმცა დამეთანხმებით, ალტერნატიულ აზრს ყოველთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და სწორედ აქედან გამომდინარე, ჩვენ მოგვეცა საშუალება, საქართველოში ჩამოსულიყო ჯანმო-ს ექსპერტი შვეიცარიიდან, რომელმაც შეისწავლა ჩვენი კლინიკები. მან საკმაოდ საინტერესო დასკვნა დადო. რეალურად გაამართლა ჩვენი მოლოდინები იმ გამოწვევებზე, რომელიც კლინიკურ სექტორში გვაქვს და ამ მიმართულებით ასევე გაიცა რეკომენდაციები.

საქართველოში შეიქმნა ჯგუფი, რომელიც ამ მიმართულების გამოსწორებაზე კლინიკებთან მუშაობს, თუმცა ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს არაა საკმარისი და ამ ხარვეზების გამოსწორებისთვის მნიშვნელოვანია, კვლავ ჩაგვერთო საერთაშორისო ექსპერტები და ისინი ნოემბერში ჩაერთნენ; ეს ჩართულობა იქნება უწყვეტი, რათა კლინიკებში ლეტალობის მაჩვენებელი არ ბადებდეს გარკვეულ კითხვებს, რადგან საკმაოდ კრიტიკულია განსხვავება. გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია. ყველა პრობლემა იდენტიფიცირებულია; არ ვასაჯაროებთ, მაგრამ კლინიკებთან ვმუშაობთ პირისპირ, რომ გაითვალისწინონ მათთან არსებული ხარვეზები და მნიშვნელოვანია და მთავარი გამოწვევაა ინფექციის კონტროლი, რადგან ხშირ შემთხვევაში არათუ covid-ი, არამედ სხვადასხვა ჰოსპიტალური ინფექცია ხდება ლეტალობის მიზეზი“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g