ავიაკომპანია Turkish Airlines თბილისისა და ბათუმის მიმართულებით ოპერირების სიხშირეს ზრდის. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიის მიერ წარმოდგენილი ფრენების განაცხადის შესაბამისად, 2022 წლის 2 იანვრიდან, სტამბოლი – თბილისი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე დაემატა 4 სიხშირე და რეგულარული რეისები განხორციელდება კვირაში 25 სიხშირით, ხოლო სტამბოლი – ბათუმი – სტამბოლის საჰაერო ხაზზე, 8 იანვრიდან დაემატება 1 სიხშირე და ფრენები შესრულდება კვირაში ხუთჯერ. აღნიშნული განრიგით ავიაკომპანია ზამთრის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე (26 მარტი, 2022წ.) გეგმავს ოპერირებას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, Turkish Airlines-ს გაზრდილი სიხშირით ოპერირების ნებართვა 22 დეკემბერს მიენიჭა.