რადიოს „არ დაიდარდო” დილის ეთერის სტუმარი გახლდათ გელა გნოლიძე. მომღერალმა მსმენელს ღამის შოუს ბენდის ახალი სიმღერა წარუდგინა.
– გელა, ხშირად გვანებივრებ ახალი ნამუშევრებით. ამჯერადაც, სიმღერის პრემიერით გვესტუმრე. მოგვიყევი ახალი ნამუშევრის შესახებ…
– ჩვენ ყოველთვის გვინდოდა შეგვექმნა სიმღერა დაბადების დღეზე. გვინდოდა სიმღერა ყველასთვის ნაცნობი ყოფილიყო, ამიტომ ძველი სიმღერა “დღეს ხომ შენი დაბადების დღეა” გადავაკეთეთ და ახალი ელფერი შევძინეთ. ეს სიმღერა ყველა იუბილარს მივუძღვენით.
– ვინ იმუშავა სიმღერის შექმნაზე ?
– ჩვენი ჯგუფი სიმღერას ყოველთვის ცოცხლად ასრულებს. რა თქმა უნდა, ჯგუფის წევრები უკრავენ. ტექსტის გადაკეთებაში დაგვეხმარა ირინა სანიკიძე. ტექსტის ნაწილი განვაახლეთ, ნაწილი უცვლელი დავტოვეთ. ძალიან გაგვიხარდება, თუ მსმენელი ჩვენი ძველი ჰიტების მსგავსად შეიყვარებს ამ ნამუშევარსაც.
პრემიერა. გელა გნოლიძე
გელა გნოლიძე & ღამის შოუს ბენდი – დაბადების დღე