LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სოფო ჭყონია: „იდეალური მამაკაცი ბუნებაში არ არსებობს. ის, ალბათ, თავად უნდა შექმნა…“

178
sofojkonia

სოფო ჭყონია „ფორმულასთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ბავშვობაში წაკითხულმა წიგნებმა და ნაპოვნმა გმირებმა პირადი ცხოვრების აწყობაში ხელი შეუშალა.

„12 წლის ვიყავი, დედა მაძლევდა ლიტერატურას, რა უნდა წამეკითხა, მაგრამ გეტყვით ერთი ჩემი დაკვირვების შესახებ – მგონი, ადრეულ ასაკში ბავშვისთვის ასეთი ლიტერატურის წაკითხვა ნაადრევია. ვიყავი პატარა გოგო, ამ გმირებით ვცხოვრობდი, ადამიანების იდეალიზება მოვახდინე, რამაც მერე ცხოვრებაში ძალიან შემიშალა ხელი, განსაკუთრებით – პირად ცხოვრებაში, რადგან წიგნში შეხვედრილი იდეალური მამაკაცები ბუნებაში არ არსებობენ… სამწუხაროდ, რაც ასაკში შევდივარ, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი სისულელეა – იდეალური მამაკაცი, ალბათ, შენ თვითონ უნდა შექმნა. გეტსბი მომწონს იმის გამო, რის გამოც ყველა ქალს მოსწონს – როდესაც მამაკაცს შეუძლია, სიყვარულის გამო ყველაფერზე წავიდეს…

საშინელი ეჭვიანი ვარ, ოღონდ ამას ვერასდროს ვერავინ იგებს. საკუთარ თავში ამის შენახვა ძნელია, მაგრამ ასეთი ვარ. 17 წლის ასაკში შევქმენი ოჯახი. საერთოდ არაფერს ვნანობ, რაც ცხოვრებაში ჩავიდინე. ყველაფერს თავისი კარგი მხარეც ჰქონდა. შვილი, რომელიც ჩემი კარგი მეგობარი აღმოჩნდა, დიდი სხვაობა ასაკში რომ არ არის, ძალიან კარგი ყოფილა… ეს ახლა გავიგე, როდესაც ის დამოუკიდებელი გახდა…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g