„UNESCO“-ს მიერ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანას, ჟურანალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ეხმიანება. როგორც ჟორჟოლიანი წერს, „იუნესკომ თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა, სადაც 5 ივლისს ოპერატორი მოკლეს“.
ჟორჟოლიანი იმ ადამიანებს, ვინც დაიჯერა, რომ ლექსო ლაშქარავა ნარკოტიკით გარდაიცვალა, მოუწოდებს, რომ ხელისუფლების მიერ „გადაყრილი საკენკი და ყველა დანარჩენი სხვა ნაგავი ბოლომდე აკენკონ“.
„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია
დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა
„იუნესკომ თქვა, რომ საქართველო არის ქვეყანა სადაც ჟურნალისტი (ოპერატორი) მოკლეს. იუნესკომ თქვა რომ ამბის მთავარი დღე 5 ივლისია.
ლექსო
მოგმართავთ ყველას, ვინც დაიჯერეთ ამბავი იმის შესახებ რომ ლექსო ნარკოტიკით გარდაიცვალა, ხელისუფლებას ამ დრომდე დასკვნა არ დაუდია. თუ გამოიცნობთ რატომ? იმიტომ რომ ეგ საკენკი თქვენთვის გადმოყარეს და აკენკეთ როგორც ყველა სხვა დანარჩენი ნაგავი ამ დრომდე“, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის