LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პაპუაშვილი ლაშქარავაზე: UNESCO საგამოძიებო ორგანო არ არის

262
ლაშქარავა და პაპუაშვილი

„UNESCO არ არის საგამოძიებო ორგანო. იცით, რომ გამოძიება მიდის, მათ შორის, ექსპერტიზა ჩატარებულია. შესაბამისად, ამაზე პროკურატურა, შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიების ფარგლებში გააკეთებენ განცხადებას,“ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა კომიტეტის გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, რომ UNESCO-მ ტვ „პირველის“ გარდაცვლილი ოპერატორი, მოკლული ჟურნალისტების სიაში შეიყვანა.

„გახსოვთ, რომ თავის დროზე გაკეთდა განცხადებები, მათ შორის, ოჯახის ექსპერტის მხრიდანაც გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით. არ მინდა, ამ დეტალებში შევიდე, სამწუხაროა, რომ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები კვლავ ახდენენ ადამიანის სიკვდილით სპეკულირებას, მით უმეტეს, შობის დღესასწაულზე.

დაუმტვრიეს ძვლები და ადამიანს არ ჰგავდა – კარგად ვიცი, როგორც მოკვდა: ლექსო ლაშქარავას დედა

ვინც ნახა ეს სია, იქ წერია, რომ არის მოკითხული მთავრობასთან, რა ვითარებაში გარდაიცვალა ოპერატორი. UNESCO არ გახლავთ საგამოძიებო ორგანო და ამასთან დაკავშირებით დასკვნებს არ აკეთებს,“- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა თემის კომენტირებისას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები