„UNESCO“-ს მიერ, „ტვ პირველის“ ოპერატორის ლექსო ლაშქარავას, 2021 წელს მოკლული ჟურნალისტების სიაში შეყვანას, ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ეხმიანება.
როგორც გრიგოლია წერს, „ღმერთი სამართლიანია და საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს“.
„UNESCO“-მ მსოფლიოში მოკლული (!) ჟურნალისტების სია განაახლა – ლექსო ლაშქარავაც იქაა: ელენე ხოშტარია
„ღმერთი სამართლიანია. შობის დღეს ვიგებთ მოკლულ ჟურნალისტთა სიაში, unesco-ს მიერ, 5 ივლისის გამო, ლექსო ლაშქარავას დასახელებას. საბოლოოდ ცხოვრება ყველაფერს თავის სახელს არქმევს. ხოლო, ღმერთი რომ სამართლიანია და სამართალი ურმით, მაგრამ მაინც დგება, ადრე თუ გვიან, გარდაუვლად დააყენებს ყველა იმ პირის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს, ვინც 5 ივლისს მედიაზე შტურმი მოაწყო და ვინც ხელისუფლებიდან ეს სპეცოპერაცია დაგეგმა…… მოკლული ქართველი ჟურნალისტი, ლექსო ლაშქარავა -unesco-ს სია“, – წერს გრიგოლია.