ბათუმში გაზის მძაფრი სუნი დგას. მოქალაქეები აცხადებენ, რომ არასასიამოვნო სუნის გამო ნაწილს თავის ტკივილები დაეწყო.
სოკარ ჯორჯიაში „აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს“ განუცხადეს, რომ ქალაქში არსებულ სუნთან დაკავშირებით კომპანიის ცხელ ხაზზე არაერთი გამოძახება დაფიქსირდა, თუმცა გაზის გაჟონვა არსად დადასტურდა.
მოგვიანებით კომპანიაში გაარკვიეს, რომ ზღვაში გემიდან სითხე ჩაიღვარა, რამაც გამოიწვია სავარაუდოდ სუნის გავრცელება.