მსახიობმა პაატა გულიაშვილმა გარდაცვლილ მეგობარს ლექსი მიუძღვნა.
“ნიკუშა ქაცარიძეს ..
ჩამოშვებულ სევდის ფარდას, ტკივილებით გადაღლილს,
რამდენ რამეს გაუძლო და რამდენისთვის მზად არის,
უცნაური სიჩუმეა გარინდულა დარბაზი, ამდენ სულებს შეემატა უცნაური ამბავიც.
გაბევრდება იქ, იმ ქვეყნად, იმ თეატრის ამქარი,
ჩვენი სიყრმის მეგობარმაც, დაამთავრა ზღაპარი…
სპექტაკლიდან, სპექტაკლამდე დროა გარდამავალი,
უცნაურად წახვედი და დაგვაჯერე ნათქვამი..
იქ თეატრი არის?? ალბათ.. ანდა სულაც არ არის…..
პ.გულიაშვილი”
ცნობისთვის, 5 იანვარს 43 წლის ასაკში მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა.
ქაცარიძის გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის შეტევა გახდა.
ნატალია ყულოშვილი: „გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა… ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის…“
ზაზა პაპუაშვილი: „გამახარა გუშინ მისმა ზარმა… ერთი ორმოცი წუთი ვილაპარაკეთ…“