დღეს დილას ცნობილი გახდა, რომ რუსთაველის თეატრის ერთ-ერთი წარმატებული სახე, მსახიობი ნიკა ქაცარიძე 43 წლის ასაკში მოულოდნელად გარდაიცვალა. მეგობრები გარდაცვალების მიზეზად გულის პრობლემას ასახელებენ.
კოლეგას გუშინ ახალი წლის აღსანიშნავად შეკრებაზე გადაღებული ერთობლივი ფოტოთი მისი მეგობარი, მსახიობი ნატალია ყულოშვილი ემშვიდობება და წერს:
„გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა.. ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის…“
რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა