LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თავზარდამცემი დილა გათენდა საქართველოში, არ მჯერა რომ სადღაც გაქრი ერთ ღამეში” – როგორ ემშვიდობებიან ნიკა ქაცარიძეს

10410
BeFunky-collage (1)

რუსთაველის თეატრის მსახიობი, ნიკა ქაცარიძე  43 წლის ასაკში გარდაიცვალა. არსებული ინფორმაცით, ის გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა.

რუსთაველის თეატრის მსახიობი ნიკა ქაცარიძე გარდაიცვალა

ნიკა ქაცარიძის  გარდაცვალებას უამრავი ადამიანი ეხმაურება და მწუხარებას გამოთქვას. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის პოსტს.

ქეთი ხიტირი:

“ნიკუშ

ნეტა ეს არ გამეგო …მადლობა ყველა შენი როლისთვის მეგობრობისთვის ნიჭიერო კარგო ადამიანო რატო მიგვატოვე შენ ხო ჩვენზე ყველაზე და ყველაფერზე მეტად გიყვარდა რუსთაველის თეატრი ფანატიკოსი მსახიობი იყავი… მშვიდობით პეპელა ”

 

 

ზურა ხაჩიძე:

“ახალგაზრდა მსახიობის და საერთოდ ადამიანის გარდაცვალება ძალიან მძიმეა!

მოიხსენოს ნიკას სული უფალმა!ამინ(არ ვიცნობდი,მაგრამ კარგის გარდა არაფერი არ მსმენია ნიკაზე)”

 

 

სოფო იოსებიძე:

“ვერ დავიჯერებ ვერასდროს

სოფჩიკ შენი მოდუღებული, ყავა საუკეთესოაო და ყავასთან ერთად მაიმუნობაში დაგვიანებული ყოველი გადასაღები დღე ძალიან მომენტარება

არ მჯერა რომ სადღაც გაქრი ერთ ღამეში

ჩამგლიჯე გული და საშინლად გამამწარე

უნიჭიერესო

თავზარდამცემი დილა გათენდა საქართველოში”

 

 

ნატალია კულოშვილი:

“გუშინ ასე გვიხაროდა ერთად ყოფნა.. ნიკა, მადლობა მეგობრობისთვის”

 

 

ნიკა ქაცარიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს რუსთაველის თეატრი.

„უდიდეს მწუხარებას და ტკივილს განიცდის ჩვენი თეატრი დღეს. გარდაიცვალა მსახიობი ნიკოლოზ ქაცარიძე…“

 

 

სამძიმრის წერილს აქვეყნებს “ჩემი ცოლის დაქალების”ოფიციალური ფეისბუქგვერდი.

“გარდაიცვალა ქართული კინოსა და თეატრის მსახიობი, ჩცდ-ის ერთ-ერთი პერსონაჟის როლის შემსრულებელი, ნიკა ქაცარიძე.
ჩემი ცოლის დაქალების შემოქმედებითი ჯგუფის სახელით ვუსამძიმრებთ ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს”

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g