LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თუ კოვიდ-19 დაგიდასტურდათ, 112-ში დარეკვის ნაცვლად, შეგიძლიათ ონლაინ დარეგისტრირდეთ – კოვიდინფიცირებულებისთვის რეგისტრაციის ახალი პორტალი ამოქმედდა

766
1

კოვიდ-19-ით დაინფიცირებული პირებისთვის სარეგისტრაციო პორტალი ამოქმედდა.

როგორც ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა:

“თუ დაგიდასტურდათ კოვიდ-19, შესაძლებლობა გაქვთ, 112-ში სატელეფონო კონსულტაციის ნაცვლად დარეგისტრირდეთ პორტალზე – https://er.moh.gov.ge/.

მიღებული ინფორმაცია 112-ის მიერ დამუშავდება და შემდგომი მონიტორინგისათვის ოჯახის ექიმს გადაეცემა.

აღნიშნული პორტალი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი “112”-ისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავდა”, – აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

magti 5g