ელექტროქარების ამერიკული მწარმოებელი „ტესლა“ 475 000 ავტომობილს უკან გამოიხმობს. აშშ-ს საგზაო უსაფრთხოების მარეგულირებელი ორგანოს განცხადებით, მიზეზი უსაფრთხოების პრობლემაა. ეს პრობლემა უკანა ხედვის კამერასა და საბარგულთანაა დაკავშირებული, შესაბამისად ავტო ავარიის გამოწვევის რისკს ზრდის.
აღსანიშნავია, რომ „ტესლასთან“ მიმართებაში მარეგულირებელი კიდევ ერთ პრობლემას იკვლევს, კამერის ხარვეზს, რომელიც უპილოტო სისტემების გამართულად მუშაობასთანაა დაკავშირებული.
უკან გამოწვევის კამპანია 2014-დან 2021 წლამდე გამოშვებულ ელექტროქარებს შეეხება. თავად „ტესლას“ აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია. პრობლემა საბედნიეროდ, დროულად აღმოაჩინეს და ჯერ-ჯერობით მსხვერპლი არ გამოუწვევია.