LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

და მაინც, რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი – ბიძინა კულუმბეგოვის განმარტება

722
კულუმბეგოვი

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ვარიანტი “ომიკრონი” მთლიანობაში ინფექციის შედარებით შემსუბუქებული შტამია, ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს, თუ რატომ არ ღირს დაგემართოს ომიკრონი:

“- მიუხედავათ დაავადების მთლიანობაში შემსუბუქებისა, მაინც დიდი რისკის ვარიანტია ასაკოვანი და ქრონიკული დაავადების მქონე პოპულაციისთვის
– დაავადება გემართება დროში შენი ნების საწინააღმდეგოდ და სოციალური და ოჯახური გარემოსგან გამოგთიშავს მინიმუმ 8 დღე
– შენ შეიძლება ავადმყოფობის დროს გახდე მოწყვლადი ადამიანების დაინფიცირების მიზეზი
– შენი იმუნური პასუხი გასტანს მხოლოდ თვეები და არა მთელი ცხოვრება
– შენ შეიძლება დამატებითი ტვირთი გახდე ჯანდაცვის სისტემისთვის
– თუ შენ ეხლა ავად გახდები, დიდი ალბათობით არ მოგიწევს სამკურნალო პრეპარატების მიღება (პაქსლოვიდი, მოლნუპირავირი, სოტროვიბამი…), რომლებიც ჯერ ჯერობით ძალიან დეფიციტურია მსოფლიოში
– შანსი, რომ ომიკრონის მერე ხანგრძლივი კოვიდი დაგრჩეს დიდია
ასე რომ, პირზე და ცხვირზე კარგად მოირგე ნიღაბი (სამედიცინო ან რესპირატორი), თავი შეიკავე შეკრებებისგან, სახლი თუ სამუშაო სივრცე ხშირად გაანიავე და გაიკეთე აცრა (ბუსტერი)!!!” – წერს იმუნოლოგი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

magti 5g