LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაფიცვა სოციალური მომსახურების სააგენტოში – თანამშრომლები ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ

98
1642606276

სოციალური მომსახურების სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან იკრიბებიან. მთავარი მოთხოვნა ჯანდაცვის მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან შეხვედრაა.

ანალოგიური მოთხოვნით საპროტესტო აქცია თბილისის პარალელურად, გაიმართება ბათუმშიც.

ამჟამად, ქვეყნის მასშტაბით, სოციალურ სამსახურში დასაქმებული 600-ზე მეტი პირიდან, დაახლოებით, 400-ია გაფიცული.

გაფიცულები ხელფასების გაორმაგებას ითხოვენ და ანაზღაურების შეთავაზებულ 60%-მდე ზრდას არ ეთანხმებიან. ხელფასების მატებასთან დაკავშირებით განცხადება სოციალური მომსახურების სააგენტომ რამდენიმე დღის წინ გააკეთა. მუშაკებს ხელფასი 1 თებერვლიდან მოემატებათ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, 400-მდე თანამშრომლის გაფიცვის მიუხედავად, სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებში მოქალაქეთა განცხადებების მიღება გრძელდება.

magti 5g