LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი გარდაცვლილი და ორი დაშავებული – ავტოსაგზაო შემთხვევა გურჯაანში

291
პოლიცია

ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა ავტოსაგზაო შემთხვევას გურჯაანში, რომელიც ცენტრალურ მაგისტრალზე მოხდა. 2 ადამიანი მძიმედ არის დაშავებული. სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ისინი გურჯაანის „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში გადაიყვანა.

არსებული ინფორმაციით, ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილები შეეჯახნენ.

„ფორტუნას“ აღნიშნული ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. მათივე ცნობით, მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები