LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს: ირაკლი ზარქუა

107
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია იქნება მაშინ, როცა პარლამენტში შეიკრიბება უმრავლესობა და პარლამენტი მიიღებს მას.

“ნუ ვუსწრებთ მოვლენებს, – გაითვალისწინეთ სახელმწიფო ინტერესები” – აღნიშნავს ზარქუა და ამასთან აგვისტოს ომის მოვლენებს იხსენებს.

“ჩვენ გვქონდა 2008 წელი და გვახსოვს მხდალი მთავარსარდალი, რომელმაც მიატოვა ჯარი, გამორბოდა და გორის მიწას ცხვირით ხნავდა” – აცხადებს ზარქუა

“ქართული ოცნების” წევრის განცხადებით საქართველო უკრაინას უჭერს მხარდს და ამასთან დაკავშირებით მკაფიო განაცხადიც უნდა გაკეთდეს.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ჩვენს ძმებს, ჩვენს პარტნიორებს და არავის აქვს უფლება შეულახოს სახელმწიფოს სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა.” – აღნიშნავს ზარქუა

ის მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას მეტი შემართებით დაიცვას უკრაინისა და საქართველოსნაირი ქვეყნების ინტერესები საერთაშორისო ასპარეზზე.

“მიუღებელია ოკუპაცია და ვგმობთ. ყველა სახელმწიფომ უნდა იცოდეს, რომ თუ დაარღვევს მეორე ქვეყნის ტერიტორიას, მის სუვერენიტეტს, იქნება მკაცრად დასჯილი საერთაშორისო თანამეგობრობისგან. რადიკალურ ოპოზიციას შეუძლია და აქვთ ფანტაზიები, რომ ხან ის გადაკეტონ, ხან ეს… ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც უფრთხილდება სახელმწიფო ინტერესებს, პარტნიორების ინტერესებს,“ – განაცხადა ზარქუამ.

საპარლამენტო ოპოზიცია მმართველ გუნდს მოუწოდებს უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღოს

 

magti 5g