LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომიკრონი“ არ არის პანდემიის ბოლო წერტილი, წინასწარი მონაცემებით, გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი შტამი – დევი ტაბიძე

3354
დევი 34

ჯანდაცვის ექსპერტი დევი ტაბიძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებაზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ.

როგორც ტაბიძე განმარტავს, ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ და რა სახით დავხვდით „ომიკრონს“.

მისი თქმით, მოსახლეობამ არასწორად მიიღო ის გაფრთხილება, რომ „ომიკრონი“ არის შედარებით სუსტი, სხვა გამოვლენილ ვირუსებთან მიმართებაში და ის არ გამოიწვევდა რაიმე გართულებას.

როგორც დევი ტაბიძე აცხადებს, „ომიკრონსაც“ შეიძლება ჰქონდეს გარკვეული მძიმე გართულებები.

„ეს ციფრი არც თუ ისე მაღალია, ჯერ პიკთან ახლოსაც არ ვართ. ეს ყველაფერი შედეგია იმის, თუ როგორ და რა სახით დავხვდით მომზადებული „ომიკრონს“.

რატომღაც მოსახლეობამ არასწორად მიიღო ის გაფრთხილება, რომ „ომიკრონი“ არის შედარებით სუსტი, სხვა გამოვლენილ ვირუსებთან მიმართებით და ის არ გამოიწვევდა რაიმე გართულებას. ამან კიდევ ერთხელ გამოწვია ზუსტად ის, რასაც ველოდებოდით, რომ მოსახლეობაში გამოიწვია შემსუბუქებული დამოკიდებულება და ამასაც ვაფრთხილებდით, რომ ნუ მივიღებთ ამას ძალიან მარტივად, მასაც აქვს თავისი მძიმე გართულებები.

ახლა მაინც, ეს უნდა იყოს ე.წ. სიგნალი იმისა, რომ მოსახლეობამ რეალურად შეასრულოს რეკომენდაციები და პირველ რიგში, დაიცვას ის ოქროს წესი, რასაც ჰქვია ნიღაბი. ასეთ შემთხვევაში ერთ-ერთი პირველი პოზიცია უკავია ნიღბის ტარებას როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეში და შემდგომ, რა თქმა უნდა, ვაქცინაციას. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია „ბუსტერ“ დოზების გააქტიურება.

ჩანს ასეთი განწყობაც, რომ თუ გადატანილი გვაქვს, თუკი აცრილები ვართ და მაინც გვემართება, მაშინ ეს აღარ გვესაჭიროება, ეს არ არის სწორი მიდგომა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, ვაქცინაცია არის ის გარანტი, რომელიც დაიცავს პაციენტებს რეანიმაციულ განყოფილებებში მოხვედრისგან და შესაბამისად გარდაცვალების რაოდენობასაც დაწევს. გარდაცვალების 80% მოდის აუცრელ ადამიანებზე“, – განაცხადა ტაბიძემ.

ამასთან, როგორც ტაბიძე დასძენს, „ომიკრონი“ პანდემიის ბოლო წერტილი არ არის და მისი თქმით, გაზაფხულზე გამოჩნდება ახალი შტამი, რომლის შესახებაც არსებობს წინასწარი დასკვნები და კვლევები.

„ომიკრონი“ არ არის ბოლო წერტილი არსებული პანდემიის, არის საუბარი, არის კვლევები, წინასწარი მონაცემები იმის, რომ კიდევ ერთხელ მოხდება მუტაცია და უნდა ვიყოთ მზად. გაზაფხულზე იქნება და იქნება თანხვედრა გაზაფხულის ე.წ. სეზონურ ვირუსებთან კავშირში, ასე რომ ეს შეჭიდული ფორმები მკვეთრად გამოიხატება და რაოდენობრივადაც ასევე მაქსიმალურად დატვირთავს მოსახლეობას. ამიტომ გთხოვთ, რომ მოვემზადოთ თუნდაც იმ გაზაფხულისთვის, რომელმაც შეიძლება კიდევ სხვა სიურპრიზები შემოგვთავაზოს“, – განაცხადა ტაბიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ ოგამართულ პრესკონფერენციაზე.

გამყრელიძე: შემთხვევების მატების გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ, ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია

დაინფიცირდა 15 762, გარდაიცვალა 42, დადებითობის მაჩვენებელი 21.24% – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გამყრელიძე: შემთხვევების 90 % ომიკრონია, დადასტურებული შემთხვევებიდან მხოლოდ 16-ს დასჭირდა ჰოსპიტალიზაცია – ინტენსიური თერაპია კი არცერთს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g