LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამყრელიძე: შემთხვევების მატების გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ, ძალიან გთხოვთ, გაავრცელეთ ეს ინფორმაცია

443
მირან 34

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრა.

„არავინ მალავს, რომ შემთხვევების რაოდენობა მაღალია, იქნება კიდევ უფრო მატება, მაგრამ პანიკას ნუ მიეცემით. ეს ტალღა უკვე გაიარა ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის სამხრეთ აფრიკამ, -დიდმა ბრიტანეთმა, ახლა დანია გადის.

შემთხვევების მატების გამო პანიკას არ უნდა მივეცეთ, ძალიან გთხოვთ, ეს ინფორმაცია გაავრცელეთ.

შემთხვევები ბოლო ორი კვირის განმავლობაში კიდევ მოიმატებს, მერე დაიწყება კლება.“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

დაინფიცირდა 15 762, გარდაიცვალა 42, დადებითობის მაჩვენებელი 21.24% – განახლებული კოვიდსტატისტიკა

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები