LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განვიხილავთ ბავშვების ვაქცინაციას 9 წლის ასაკიდან: თენგიზ ცერცვაძე

106
ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ „შესაძლოა საქართველოში ბავშვებში ვაქცინაცია 9 – წლის ასაკიდან დაიწყოს. როგორც „რუსთავი2“-ის ეთერში საუბრისას ცერცვაძემ განმარტა, საუბარია Pfizer-ის ვაქცინაზე, რომელიც ამ ეტაპზე მცირე ასაკის ჯგუფებში გამოსაყენებლად ჯანმოს მიერ რეკომენდებული ერთადერთი პრეპარატია.

„მოზარდებში ჯერჯერობით ჩვენთან მხოლოდ 12 წლიდან არის დაშვებული ვაქცინაცია. ასეა ქვეყნების უმეტესობაში.

ჩინეთი არის პირველი ქვეყანა, რომელმაც ძალიან დასწია ზღვარი და სამი წლის ასაკიდან იწყებს ვაქცინაციას. ამერიკაშიც დაიწია და 9 წლის ასაკიდან იწყება.

ჩვენთან ნამდვილად 12 წლიდან არის, მაგრამ განიხილება საკითხი, რომ ზღვარმა დაიწყოს 9 წლამდე“,-აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g