LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თურქეთი მზადაა, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებს უმასპინძლოს: რეჯეფ თაიფ ერდოღანი

53
ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს სთავაზობს, მოლაპარაკებებისთვის ანკარას ეწვიონ. ერდოღანის განმარტებით, თურქეთი მზადაა, ორი ქვეყნის ლიდერების ლიდერების მასპინძლობით, „გზა გაუხსნას მშვიდობის აღდგენას“.

ყველა ნიშანი არსებობს, რომ რუსეთი უკრაინაში შეჭრას თებერვლის შუა რიცხვებამდე აპირებს: აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

თურქეთის პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმას, რადგან ეს რუსეთისთვის და რეგიონისთვის „რაციონალური“ არ იქნება. ერდოღანი ხაზს უსვამს თურქეთის სურვილს რეგიონალური მშვიდობისა და სტაბილურობისკენ.

რუსეთის სამხედრო გაძლიერება მას შემდეგ დაიწყო, რაც მან ყირიმში, დონბასსა და საქართველოში ძალა გამოიყენა: ჟოზეფ ბორელი

„თურქეთს სურს, რომ დაძაბულობა რუსეთსა და უკრაინას შორის მოგვარდეს მანამ, სანამ ისინი ახალ კრიზისში გადაიქცევიან. იმედი მაქვს, რომ რუსეთი არ მიმართავს შეიარაღებულ თავდასხმას და უკრაინის ოკუპაციას“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო ინტერვიუში.

ერდოღანი მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობას.

ნატო უკრაინაში საბრძოლო ნაწილებს არ განათავსებს: იენს სტოლტენბერგი

“შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად” – ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნიან

უკრაინაში განსათავსებლად 8500 სამხედრო მზადყოფნაშია – პენტაგონი: CNN

ევროკავშირი უკრაინას 1,2 მილიარდი ევროს ოდენობით ფინანსურ დახმარებას გაუწევს

ევროპული საბჭო: ევროკავშირი ადასტურებს ურყევ მხარდაჭერას უკრაინის და აღმოსავლეთ სამეზობლოს სხვა პარტნიორების დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g