LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“შეკავებისა და თავდაცვის გასაძლიერებლად” – ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს გზავნიან

130
1

ნატოს მოკავშირეები აღმოსავლეთ ევროპაში დამატებით სამხედრო გემებსა და თვითმფრინავებს აგზავნიან.

ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ალიანსის წევრები ძალებს მზადყოფნაში აყენებენ და აძლიერებენ მოკავშირეების თავშეკავებას და თავდაცვას, რადგან რუსეთი უკრაინაში და მის გარშემო სამხედრო ფორმირებას აგრძელებს.

“გასულ დღეებში, მოკავშირეებმა მიმდინარე ან მომავალი განლაგების შესახებ განაცხადეს.

დანია აგზავნის ფრეგატს (სამხედრო გემს) ბალტიის ზღვაში და აპირებს განათავსოს ოთხი F-16 გამანადგურებელი თვითმფრინავი ლიტვაში, რეგიონში ნატოს საჰაერო დაცვის ხანგრძლივი მისიის მხარდასაჭერად.

ესპანეთი აგზავნის გემებს ნატოს საზღვაო ძალებისთვის და ასევე განიხილავს ბულგარეთში გამანადგურებლების გაგზავნას.

საფრანგეთმა ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, ნატოს მეთაურობით რუმინეთში ჯარები გაგზავნოს.

აპრილში, ასევე ნიდერლანდები გაგზავნის ორ F-35 საბრძოლო თვითმფრინავს ბულგარეთში, რეგიონში ნატოს საჰაერო ძალების საქმიანობის მხარდასაჭერად.

ალიანსის აღმოსავლეთ რეგიონში სამხედრო ძალების გაფართოებას განიხილავს შეერთებული შტატებიც”, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი აცხადებს, ალიანსი მიესალმება იმ მოკავშირეების გადაწყვეტილებას, რომლებიც ნატოს გაძლიერებაში საკუთარი წვლილი შეაქვთ.

“ნატო გააგრძელებს ყველა საჭირო ზომის მიღებას თითოეული მოკავშირის დასაცავად, მათ შორის, ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილის გაძლიერებით.

ჩვენი უსაფრთხოების გარემოს ნებისმიერ გაუარესებაზე გვექნება სათანადო პასუხი, მათ შორის, ჩვენი კოლექტიური თავდაცვის გაძლიერების გზით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინამ შეერთებული შტატებისგან სამხედრო დახმარების ახალი პარტია მიიღო

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g