LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკითხები, რომლებიც პრემიერმა Amazon-ის ხელმძღვანელ პირებთან განიხილა

126

საქართველოს მზარდი როლი ციფრულ მიმართულებაში, რეგიონული პროექტები და თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები იყო საუბრის მთავარი თემები საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძისა და “ამაზონის” ვებსერვისების ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კომპანიის საერთაშორისო გაფართოების მიმართულების ხელმძღვანელმა ჯონ ბრენანმა მთავრობის მეთაურს “ამაზონის” პრიორიტეტები და სერვისების გაუმჯობესების კუთხით დაგეგმილი აქტივობები გააცნო.

საუბრისას ხაზი გაესვა ციფრული ტექნოლოგიების განვითარების სფეროში საქართველოს მნიშვნელოვან პოტენციალს, განსაკუთრებით რეგიონულ კონტექსტში. ასევე, განხილვის ერთ-ერთი თემა იყო ციფრული აბრეშუმის გზის განვითარების პერსპექტივა და მიმართულებებები, რომლებშიც საქართველოს “ამაზონის” სერვისების ეფექტურად გამოყენება შეუძლია.

პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოში ციფრული ეკონომიკის განვითარებას უდიდესი ყურადღება ეთმობა და მთავრობა ამ მიმართულებით დაგეგმილი ნაბიჯების წარმატებით განხორციელების პროცესში მსოფლიოს მოწინავე კომპანიებთან თანამშრომლობასა და მათი გამოცდილების გაზიარებას მიესალმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g