ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ე.წ. მწვანე ბარათების გაცემის წესის გამკაცრების ინიციტივით გამოდის.
როგორც ამერიკული გამოცემა Politico იუწყება, შესაბამისი კანონპროექტი აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა უკვე შეიმუშავა.
პროექტის მიხედვით, ე.წ. მწვანე ბარათს ვერ მიიღებენ ის მიგრანტები, რომლებიც სოციალური შეღავათებით ან დახმარებით სარგებლობდნენ.
როგორც გამოცემა წერს, ეს კანონი მილიონობით მოქალაქეს რთული არჩევნის წინაშე დააყენებს, გააგრძელონ სოციალური დახმარების მიღება ან აშშ-ში ცხოვრების უფლება მიიღონ.
აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ახალი ინიციატივა „მიგრანტებს დასაქმებისკენ უბიძგებს და დაიცავს აშშ-ის შეზღუდულ რესურსებს“.
აშშ-ში მიგრანტების მიღებაზე შეზღუდვის დაწესება დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო დაპირება იყო.