LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს” – სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე, კომიტეტმა უმრავლესობის რეზოლუციას რუსეთის ხსენების გარეშე დაუჭირა მხარი

153
q

საგარეო ურთიერთობა კომიტეტმა, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა.

კომიტეტის სხდომა ცოტა ხნის წინ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს შორის სიტყვიერი დაპირისპირებით დასრულდა.

რეზოლუციის პროექტს მხარი მხოლოდ “ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაუჭირეს – კომიტეტმა არ გაიზიარა ოპოზიციის შეთავაზება, რომ კენჭი ეყარათ ალტერნატიული წინადადებისთვის, რომლითაც რეზოლუციაში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

სხდომაზე სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამ მოთხოვნას მოჰყვა – კენჭისყრაზე დაეყენებინათ ოპოზიციის ალტერნატიული წინადადება, რომლის მიხედვითაც რეზოლუციის ტექსტში რუსეთის ფედერაცია ჩაიწერებოდა.

ჰარცელი: მნიშვნელოვანია პარლამენტის პრინციპული პოზიცია და სოლიდარობის ჩვენება, რასაც უკრაინა იმსახურებს

ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა კომიტეტის თავმჯდომარეს, ნიკოლოზ სამხარაძეს მიმართა, რომ ამ საკითხზე კენჭისყრა გაემართათ.

როგორც სამადაშვილმა აღნიშნა, უმრავლესობის დეპუტატების გამო მათ პლენარულ სხდომაზე დააგვიანდათ, ამ წინადადებას კი სამხარაძის რეპლიკა მოჰყვა:

“ჩვენს გამო გაგვიანდებათ? თქვენს უტიფრობას საზღვარი არ აქვს. სირცხვილიც დაკარგეთ, წარმოუდგენელი ამბავია”, – განაცხადა სამხარაძემ.

ევროპარლამენტის რეზოლუციაში რუსეთი ნახსენებია 79-ჯერ, არა ერთხელ, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არამედ 79-ჯერ: ბოკუჩავა

მდინარაძე: ყველა ფრაზა იმდენად სწორად არის ჩაწერილი, აწონილი და გაზომილი, რომ ვერცერთ დროში ვერავინ, ვერც მტერი და ვერც მოყვარე, რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებით ვერ მოგვედავება

პოპულარულები