LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაერთიანებულ სამეფოში გამგზავრების მსურველი ვაქცინირებული პირებისთვის ტესტირების მოთხოვნა უქმდება

118
heathrow-london-ebola-2021-10-08-12-22-14-545046-scaled-e1633681349531

11 თებერვლის 04:00 საათიდან (ლონდონის დროით) გაერთიანებულ სამეფოში შესვლის წესები იცვლება. ინფორმაციას „ავიანიუსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, სრულად ვაქცინირებული პირებისთვის უქმდება გამგზავრებისას ტესტირების მოთხოვნა, საჭირო იქნება მხოლოდ მგზავრის ფორმა ლოკატორის შევსება (PLF). არავაქცინირებული პირებისთვის კი საჭიროა გამგზავრებამდე და შემდეგ გაერთიანებულ სამეფოში ჩასვლიდან, არაუგვიანეს მე-2 დღის ბოლომდე, PCR ტესტის ჩატარება.

დეტალები გაერთიანებულ სამეფოში შესვლასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე https://www.gov.uk/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g