„15 იანვრიდან, როგორც კი ქვეყანაში ომიკრონის შტამი გააქტიურდა, სტუმრების რაოდენობა მკვეთრად შემცირდა“, – ამის შესახებ სასტუმრო „ბორჯომი ლიკანის“ ბრენდის განვითარების დირექტორი ქეთევან ნადარეიშვილი აცხადებს. ის „ბიზნესპარტნიორთან“ ამბობს, რომ ახალი წლის პერიოდში სასტუმრომ მაქსიმალური დატვირთვით იმუშავა, სტუმრები იყვნენ როგორც ყაზახეთიდან, ისე ევროპიდან და გალფის ქვეყნებიდან.
„აღსანიშნავია, რომ ჩვენი სტუმრების დიდი ნაწილი ყაზახთიდან არის, შესაბამისად, როდესაც აღნიშნულ ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობა გაუარესდა, იკლო ნაკადმაც, გაუქმდა ჯავშნებიც, მათ შორის, კორპორაციული ღონისძიებებიც,“ – აცხადებს ნადარეიშვილი.
ცნობისთვის, სასტუმრო, ამ ეტაპზე, 35%-იანი დატვირთვით მუშაობს. „ბორჯომი ლიკანში“ სტუმრების გააქტიურებას მარტის თვიდან ელიან.