LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აშშ-მა და NATO-მ თავიანთ პასუხებში უგულებელყვეს რუსეთის მთავარი წუხილები: ვლადიმირ პუტინი

99
70scvcwsiaksrg8

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მთავრობა სწავლობს შეერთებული შტატებისა და ნატოს პასუხებს უკრაინასთან დაკავშირებულ უსაფრთხოების მოთხოვნებზე, მაგრამ აშკარაა, რომ კრემლის მთავარი შეშფოთებები “იგნორირებული იყო”.

“ჩვენ ვერ დავინახეთ ადეკვატური გათვალისწინება ჩვენ 3 ძირითად მოთხოვნის, რაც ეხება NATO-ს გაფართოებას, რუსეთის საზღვრებთან ახლოს თავდასხმის სისტემების განთავსებაზე უარის თქმას და ასევე ბლოკის ევროპის სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბრუნებას 1997 წლის მდგომარეობაში, როდესაც ხელი მოეწერა რუსეთ-NATO-ს ძირითად აქტს,”- განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

პუტინმა დასძინა, რომ რუსეთს არ უნახავს სამი ძირითადი მოთხოვნის ადეკვატური განხილვა: ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით, რუსეთის საზღვრებთან სარაკეტო სისტემების განთავსებაზე უარის თქმა და ევროპაში [ნატოს] ბლოკის სამხედრო ინფრასტრუქტურის 1997 წლის მდგომარეობამდე დაბრუნება.

პუტინის თქმით, ნატოს ჰქონდა დაპირება, რომ ალიანსი აღმოსავლეთით არ გაფართოვდებოდა არცერთი ინჩით. ახლა კი ალიანსის წევრები არიან ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთი და რუმინეთი.

​”მათ ერთი თქვეს, მეორე გააკეთეს, როგორც იტყვიან, გადაგვაგდეს, უბრალოდ, მოგვატყუეს“, – განაცხადა პუტინმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g