LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ცერცვაძე: სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით, ვთხოვ, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს

395
1

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში სტატუსს ავრცელებს და სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანს, სოსო გოგაშვილს მიმართავს.

ცერცვაძე ეხმიანება გოგაშვილის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, პანდემიის მართვის დროს შეცდომები იყო, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე შეეწირა.

როგორც გოგაშვილი “ფეისბუკში” წერს, აუცილებელია საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა.

საპასუხოდ თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით მოეხსენიებინა ის.

ცერცვაძე გოგაშვილს წინასწარ დათქმულ დროს შეხვედრას სთხოვს:

“ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით ყოველგვარი მიზეზის, მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.

მანამდე კი სოსო გოგაშვილმა თენგიზ ცერცვაძის ერთ-ერთი ინტერვიუს ნაწილი გამოაქვეყნა და დაწერა:

“შეცდომები იყო და ხელიდან გაგვექცა პანდემიის მართვა”…

მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა?

არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული -“ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!

* აიღებთ, სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!

მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?

უხ, თქვენი…

ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…

პ.ს. მეგობრებო, საგამოძიებო კომისიის შექმნაა მოსათხოვი აუცილებლად!!!” – წერს სოსო გოგაშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g