LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით ვპასუხობთ – პრემიერი

59

„რუსეთან მიმდინარე კონფლიქტი მთავარი გამოწვევაა ჩემს ქვეყანაში – 21-ე საუკუნეში კვლავ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი ვართ, რომლებიც ოჯახებს შუაზე ყოფს. გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ – ამის შესახებ საქართველოს პრემეირ მინისტრმა მშვიდობის სამიტზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ეთნიკურ დისკრიმინაციასა და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე.

„რუსეთის ფედერაციასთან მიმდინარე კონფლიქტი მთავარი გამოწვევაა მშვიდობისთვის ჩემს ქვეყანაში – საქართველოში. შედეგად ასობით ათას ადამიანს საკუთარი სახლების დატოვება მოუწია. მათი ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩება და დანარჩენ სამყაროს არიან მოწყვეტილნი, განიცდიან ეთნიკურ დისკრიმინაციას და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას. 21-ე საუკუნეში კვლავ ვართ მავთულხლართების აღმართვის მომსწრენი, რომლებიც ოჯახებს შუაზე ყოფს. გამოწვევების მიუხედავად, აგრესიას კონსტრუქციული ჩართულობით და მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მიმართული მოლაპარაკებებით ვპასუხობთ. ჩვენ მტკიცედ გვაქვს განზრახული ოკუპაციის მიღმა მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს ხმა მივაწვდინოთ. ამ განზრახვით, საქართველოს მთავრობამ 2018 წლის აპრილში მნიშვნელოვანი სამშვიდობო ინიციატივა – „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გამოაცხადა . მის ფარგლებში კონკრეტულ ნაბიჯებს ვდგამთ ჰუმანიტარული, სოციალური და ეკონომიკური პირობების გასაუმჯობესებლად კონფლიქტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობისთვის,”-განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერი ამერიკაში ვიზიტს განაგრძობს – 27 სექტემბერს მას 193 ქვეყნის ლიდერები მოუსმენენ. მამუკა ბახტაძე საერთაშორისო საზოგადოებას გაერო-ს ტრიბუნიდან პირველად მიმართავს.

magti 5g