LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ხდება მეღვინეობის სფეროში გაყიდვების ადაპტაცია პანდემიასთან – FM ქოუჩი

11
118471992-2895881363964756-9207854355633135357-n-2020-08-26-12-41-33-663942

გადაცემის Live

როგორ ხდება მეღვინეობის სფეროში გაყიდვების ადაპტაცია პანდემიასთან – ამ თემაზე გადაცემაში “FM ქოუჩი”, მარანი მილორაულის დამფუძნებელმა სანდრო მილორავამ ისაუბრა.

რამდენად მოხდა მეღვინეობის სფეროს პანდემიასთან ადაპტაცია?

შევეჩვიეთ პანდემიასთან თანაცხოვრებას. ჩვენს სფეროს მეღვინეობას, როგორც ყველა სხვა სფეროს, რაღაც დოზით შეეხო პანდემია, თუმცა მაინც ვმუშაობთ როგორც მარანში, ასევე ვენახებში, არ გვაშინებს პანდემია.

ტურისტები და შეზღუდვები, არის თუ არა ინტერესი და აქტიურობა გასულ წელთან შედარებით?

ლოკდაუნის მოხსნამ, ვაქცინაციამ და საზღვრების გახსნამ რა თქმა უნდა იმუშავა და ტურისტების რაოდენობამაც იმატა დაახლოებით 25-30%. ამ პერიოდში კახეთში არ არის ასეთი აქტიური ტურისტული სეზონი თუმცა, მინდა გითხრათ, რომ უკვე გვაქვს ჯავშნები. საინტერესო ის არის, რომ ქართველი სტუმრების რაოდენობამ იმატა, რაც ძალიან სასიხარულოა ჩემთვის. შესაბამისად ეს დაეტყო გაყიდვებსაც.

რა ვითარებაა გაყიდვებში დღეს?

ბევრი მცირე მარანი გადაერთო ექსპორტზე. ღვინის გაყიდვები ადგილობრივ ბაზარზე ცოტა შეჩერებულია, თუმცა ექსპორტმა მოიმატა.

ჩემს შემთხვევაში დაგვემატა ახალი ქვეყნები, რაც ძალიან საინტერესო და დამაიმედებელია. ეს ქვეყნებია: კანადა, იტალია და ახლა მიმდინარეობს მოლაპარაკები საფრანგეთთან.  იმ ფონზე, როცა 7 ათასი ბოთლი გვაქვს, ასეთი ტიპის გაყიდვა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ გავხადოთ მეღვინეობა მიმზიდველი ტურისტებისთვის – FM ქოუჩი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები