LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერია დაინტერესებულ კომპანიებს შეჩერებული მშენებლობების დასრულებაში დაეხმარება

215

თბილისის მერი კახა კალაძე სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ძირითადი ყურადღება ქალაქში არსებულ დაუსრულებელ მშენებლობებსა და ამ მიმართულებით არსებული პრობლემების მოგვარების გზებზე გამახვილდა.

სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა და მათ მერიის წარმომადგენლების მხრიდან ინფორმაცია ყველა მნიშვნელოვან საკითხზე მიიღეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, დაინტერესებულ კომპანიებს მერიის მხრიდან მაქსიმალური თანადგომა ექნებათ, რათა შეჩერებული მშენებლობები დასრულდეს და ის პრობლემები, რომლებსაც მსგავსი ობიექტები ქმნიან, დროულად მოგვარდეს.

ამასთან, დედაქალაქის მერმა სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს ქალაქში ურბანული თვალსაზრისით არსებული პრობლემების მოგვარების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, იმ ამოცანების გადასაჭრელად, რაც ქალაქის წინაშე დგას, სამშენებლო სექტორის წარმომადგენლების როლი მნიშვნელოვანია.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების პროექტსაც. თბილისის მერმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სამშენებლო სფეროს წარმომადგენლების მოსაზრებები მოისმინა.

„სამშენებლო სფეროს წარმომადგენლებს ის შედეგები გავაცანით, რაც სამშენებლო სექტორში გვაქვს და რა მიმართულებითაც მივდივართ. ასევე, მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ აღნიშნულ პროცესში მათი ჩართულობა კარგი იქნება. გარდა ამისა, ვისაუბრეთ ავარიული შენობების, ე.წ. ხრუშჩოვკების ჩანაცვლების საკითხზე, რაც ასევე ძალიან აქტუალურია“, – განაცხადა თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g