LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რონალდო მთელი ევროპის მეოთხედია: სოცქსელებში კრიშტიანოსთან ვერავინ მივა

62
oqzszng0als4gdcp-1613205277

უეფამ სოციალურ ქსელებში ფეხბურთელების პოპულარულობა გაანალიზა.

„მანჩესტერის“ ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე სოცქსელების საერთო გამომწერების თითქმის მეოთხედი მოდის. საუბარია 20 ყველაზე პოპულარულ ევროპელ ფეხბურთელზე.

„მთლიანობაში ევროპის უმაღლესი დივიზიონების 20 პოპულარულ ფეხბურთელზე სოციალურ ქსელებში 2.6 მილიარდ თაყვანისმცემელზე მეტი მოდის.

რონალდოს 600 მლნ-ზე მეტი გამომწერი ჰყავს ტვიტერზე, ფეისბუქსა და ინსტაგრამზე, რაც საერთო რაოდენობის მეოთხედზე ოდნავ ნაკლებია“, – ნათქვამია უეფას ანგარიშში.

ამ სეზონში „მანჩესტერის“ რიგებში 36 წლის რონალდომ 24 მატჩი ითამაშა და 14 გოლი გაიტანა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები