თიანეთის ყოფილი მერის, თამაზ მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში უახლესი ინფორმაცია ვრცელდება.
როგორც მისი მეგობარი, თამაზ ჭეიშვილი წერს, მეჭიაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.
“მისმა ვაჟმა, ზაზამ 5 წუთის წინ მაცნობა, კრიზისი გადალახულია, კონტაქტურია, სატურაცია ზევით იწევს!”-წერს თამაზ ჭეიშვილი.
ცნობისთვის, თამაზ მეჭიაური კორონავირუსის დიაგნოზით საავადმყოფოში რამდენიმე დღის წინ მოათავსეს.
“მამა, არ დანებდე, იბრძოლე!” – თამაზ მეჭიაური კლინიკაშია მოთავსებული