იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელი ივანე ჩხეიძე ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდვითარების ფონზე ნიღბის ტარების მნიშვნელობაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ე.წ. ნიღაბი-რესპირატორი ყველაზე ეფექტურია და მისი გამოყენება რამდენიმე დღეც არის შესაძლებელი. ამის შესახებ მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში მედიის შეკითხვის პასუხად განაცხადა.
„ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ ჩვეულებრივი ქირურგიული ნიღაბი „ომიკრონის“ შემთხვევაში 60%-მდეა დაცვის უნარის მქონე. ის ნიღაბი, რომელიც უფრო მაღალი კატეგორიისაა, ე.წ. რესპირატორი N95, იქ დაცვის მაჩვენებელი 85%-მდეა.
თუ ჩვენ ნიღაბს ვატარებთ და გვინდა, რომ ნიღბის საშუალებით ვიყოთ დაცული, უმჯობესია, რომ გამოვიყენოთ ეს ნიღაბი, „რესპირატორი“, ასევე, მინდა დავამატო, რომ ადრე არსებული შეხედულება, რომ ეს ნიღაბი უნდა გამოცვლილიყო 4-5 საათში, ახლა ასე აღარ არის და შეგიძლიათ, ეს ნიღაბი გამოიყენოთ უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე, 2-3 დღეც კი, თუ მას კარგად იყენებთ, არ არის მექანიკური დაზიანება. ეს ფილტრი ეფექტურია უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ივანე ჩხაიძე: უნიღბოდ, 2-3 წუთიც საკმარისია „ომიკრონით“ ინფიცირებისთვის
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა.
ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.
ვრცლად:
11 235 ახალი შემთხვევა და კიდევ 34 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა