LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიღბის ტარება მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს, „ომიკრონი” არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი – დევი ტაბიძე

156
BeFunky-collage (53)

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი დევი ტაბიძე ქვეყანაში არსებულ ეპიდვითარებას აფასებს და აცხადებს, რომ „ომიკრონის” შტამი პანდემიის დასრულების წერტილს არ წარმოადგენს.

ამასთან, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მიიჩნევს, რომ ამ დროისთვის ქვეყანა კორონავირუსის შტამის – “ომიკრონის” გავრცელების პიკზე იმყოფება და 10-14 დღის შემდეგ, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა შემცირებას დაიწყებს.

„დღევანდელი ეპიდსიტუაცია გვაძლევს იმის თქმით საშუალებას, რომ ჩვენ „ომიკრონის” პიკზე ვიმყოფებით. გვაქვს სულ მცირე პერიოდი დარჩენილი, დაახლოებით, 10 დღე, 2 კვირა და ამის შემდეგ ის დაიწყებს კლებას.

„ომიკრონი” არ არის პანდემიის სრული დასასრულის წერტილი. არ მიიღოს მოსახლეობამ ისე, რომ თითქოს ჩვენ რამე ახალს ველოდებით, ან​ გართულებებზე ვსაუბრობ. ყველა ვირუსი, რომელიც მთელ დედამიწაზე დღევანდელ დღემდე, მრავალი საუკუნის განმავლობაში გავიარეთ, ჩვენს ორგანიზმში არსებობს და ჩვენ მასთან ერთად ვცხოვრობთ. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ამ ვირუსებთან ერთად ცხოვრება“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

დევი ტაბიძის თქმითვე, მოსახლეობამ ვირუსთან ერთად ცხოვრება უნდა ისწავლოს.

„ნიღბის ტარება ჩვენ მინიმუმ 1 წელი მაინც მოგვიწევს. იმიტომ, რომ რეალურად ნიღაბი და სოციალური დისტანცია არის ასეთი ტიპის ვირუსების ერთ-ერთი გადარჩენის გზა, სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს,” – აღნიშნა დევი ტაბიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 11000-ზე მეტ ადამიანს, 34 გარდაიცვალა.

ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 130-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

ვრცლად:

11 235 ახალი შემთხვევა და კიდევ 34 გარდაცვლილი – განახლებული კოვიდსტატისტიკა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები