LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რისთვისაც სააკაშვილი დაკავებულია, ამაზე გამოძიება უკვე ჩატარებულია: არჩილ თალაკვაძე

102
არჩილ თალაკვაძე

სააკაშვილთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნა, “ნაციონალურმა მოძრაობამ” პარლამენტში შესვლის გასამართლებლად მოიფიქრა, – ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის ერთგვარი საბაბი, რომ მხარდამჭერებს არა პირდაპირ უთხრან სიმართლე, რომ აუცილებელია პარლამენტში შესვლა.

“ამას ითხოვს საზოგადოება, ამას ითხოვენ და ურჩევენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები” – აცხადებს თალაკვაძე.

როგორც ვიცე-სპიკერი აცხადებს, საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ, “ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის რეგლამენტი შეცვალა, რითაც ოპოზიციას მიეცა მნიშვნელოვანი შესაძლებლობა იმისათვის, რომ პარლამენტში თავისი საქმე აკეთოს.

“რისთვისაც სააკაშვილი დაკავებულია, ამაზე გამოძიება უკვე ჩატარებულია” – აცხადებს თალაკვაძე

მისი განცხადებით, საერთაშორისო სასამართლოს გირგვლიანის საქმეზე აქვს ნათქვამი, რომ სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის ქვეშ, მისი ხელმძღვანელობით, მთელი სახელმწიფო ადმინისტრაცია იყო ჩართული უმძიმეს კანონდარღვევებში, რომელიც გირგვლიანის საქმეს უკავშირდება.

“ამიტომ აქ გამოსაძიებელი არაფერია. სხვა საქმეზე, მაგალითად, გადაკვეთა თუ არა საზღვარი მიდის სასამართლო პროცესები. ოპოზიციას შეუძლია ნებისმიერ ამ საკითხს ჩაუღრმავდეს,“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ფაქტების გამოძიების მიზნით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოდის.

magti 5g