ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ადგილზე უკვე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები.
ცეცხლი სავარაუდოდ, სამშენებლო მასალების პავილიონს უკიდია.
გავრცელებული ინფორმაციით, სავაჭრო ცენტრში ევაკუაცია განხორციელდა.
რა იწვის და რამ გამოიწვია ცეცხლი, ჯერჯერობით უცნობია.
“ფორტუნა” დამატებითი დეტალის გარკვევას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ცდილობს.
ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
შემთხვევის ადგილიდან კდრებს ავრცელებს “ტვ პირველი”.