LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თქმა უნდა გერმანია: ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება

139

უეფას შტაბბინაში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნის არჩევნები გაიმართა. ექვსი წლის შემდეგ, კონტინენტის პირველობას გერმანია უმასპინძლებს, რომელმაც ერთადერთი კონკურენტი, თურქეთი დაამარცხა.

გერმანიამ 12 ხმა მიიღო, თურქეთმა 4.

უკვე ცნობილია, რომ ევრო 2024-ს 10 ქალაქი უმასპინძლებს: ბერლინი, მიუნხენი, დორტმუნდი, გელზენკირხენი, შტუტგარტი, ჰამბურგი, დიუსელდორფი, კიოლნი, ლაიპციგი და ფრანქფურტი.

გერმანიაში ევროპის ჩემპიონატი ერთხელ, 1988 წელს ჩატარდა. მაშინ 8 საუკეთესო გუნდში გამარჯვებული რინუს მიხელსის მწვრთნელობით რაიკარდ-გულიტ-ვან ბასტენის უძლიერესი ჰოლანდიის ნაკრები გახდა.

შეგახსენებთ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი ევროპის 12 ქალაქში გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g