LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა კვიპროსის ნაკრები დაამარცხა

215
1707745673

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის შესარჩევ ჯგუფში კვიპროსის ნაკრებს უმასპინძლა და 4:0 დაამარცხა.

გუნდმა თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში მეტოქეს უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, დიდი ანგარიშით სძლია – 4:0. გოლები გაიტანეს ოთარ კიტეიშვილმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, ლევან შენგელიამ და გიორგი მიქაუტაძემ.

შემდეგ თამაშს საქართველოს ნაკრები 16 ნოემბერს ჩაატარებს, საკუთარ მოედანზე, შოტლანდიასთან. 19 ნოემბერს კი სტუმრად დაუპირისპირდება ესპანეთს.