LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინგლისში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის ვალდებულების გაუქმება იგეგმება

172
ბრიტანეთი

ინგლისში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის სამართლებრივი ვალდებულების გაუქმება იგეგმება.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, ბორის ჯონსონის განცხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას მთავრობა მიმდინარე თვის ბოლოდან მიიღებს.

ბრიტანეთის მთავრობის ხელმძღვანელი 21 თებერვლის შემდეგ გეგმავს, წარადგინოს ახალი სამთავრობო სტრატეგია, რომელიც კორონავირუსთან ერთად ცხოვრებას ითვალისწინებს.

„მოლოდინი მაქვს, რომ ჩვენ შევძლებთ, დავასრულოთ ბოლო შიდა შეზღუდვები, მათ შორის თვითიზოლაციის კანონიერი მოთხოვნა, თუ თქვენი ტესტი დადებითია“, – აღნიშნა ბორის ჯონსონმა.

მან ინგლისში თითქმის ყველა შეზღუდვა დაასრულა ჯერ კიდევ ივლისში, ხოლო გასულ თვეს გააუქმა „გეგმა ბე“ ზომები, რომლებიც დროებით იყო დაწესებული „კორონავირუსის“ „ომიკრონ“ ვარიანტის გავრცელების შესამცირებლად.

იტალიასა და ესპანეთში პირბადის ქუჩაში ტარება სავალდებულო აღარ არის

შვედეთმა „კოვიდ 19“-თან დაკავშირებული თითქმის ყველა შეზღუდვა გააუქმა

ენტონი ფაუჩი: ვირუსის სრული აღმოფხვრა შეუძლებელია, მაგრამ აცრებისა და შექმნილი იმუნიტეტის შედეგად, შეზღუდვები სავარაუდოდ მალე წარსულს ჩაბარდება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g