LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ენმ-ს თავის დროზე ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ, მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ: თალაკვაძე

46
არჩილ თალაკვაძე

“ნაციონალური მოძრაობის” მიერ საარჩევნო სიების აღდგენის მოთხოვნას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, არჩილ თალაკვაძე ეხმიანება და აცხადებს, რომ ენმ-ის შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ აპირებენ.

როგორც თალაკვაძე ამბობს, თავის დროზე, უმრავლესობა “ნაციონალურ მოძრაობას” არწმუნებდა, რომ სიები არ გაეუქმებინათ, რადგან ეს არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო.

მისივე შეფასებით, “ნაციონალური მოძრაობის” მოქმედებები არათანმიმდევრული და დესტრუქციულია:

“მინდა გამოვეხმაურო დღევანდელ განცხადებას, რომელიც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რამდენად არათანმიმდევრულია “ნაციონალური მოძრაობა” და რამდენად დესტრუქციულია მათი მოქმედებები არამხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათთვისაც. მათ ნაჩქარევი, არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს. თავის დროზე, ჩვენ ვარწმუნებდით, რომ სიები არ გაეუქმებინათ და ვარწმუნებდით, რომ ეს იყო არასწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო გზის მოჭრა უკან.

დღეს სწორედ უკან სურთ დაბრუნება და ამას საკუთარი გადაწყვეტილების გამო ვერ აკეთებენ. ამიტომ, როდესაც მათ პრეტენზია აქვთ ძირითადი ოპოზიციური პარტიის სტატუსზე, დროა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს პასუხისმგებლობით მოეკიდონ.  როდესაც რაღაც გააკეთეს, რამდენიმე თვის წინ, მით უმეტეს, როცა ყველა არწმუნებდა, რომ ეს არ გაეკეთებინათ, დღეს საპირისპირო ბრიფინგებით საზოგადოებისთვის თავის შეცოდებას არ უნდა ცდილობდნენ. არ ვაპირებთ ამის განხილვას, ეს იყო მათი პოლიტიკური გადაწყვეტილება და მათი შეცდომის გამოსწორებას კანონების შეცვლის გზით არ ვაპირებთ”, – თქვა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, მათ ასევე მიიღეს მანდატების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება:

“მივიღეთ გადაწყვეტილება, რომელიც არ შეიცვლება და დღეს კენჭისყრით სწორედ ამ გადაწყვეტილებას გავაფორმებთ, რომ მანდატი შეუწყდეთ, ვინაიდან თითოეულ შემთხვევაში გვაქვს ამის კანონიერი საფუძველი. კანონმდებლობა და პარლამენტის რეგლამენტი სწორედ გვავალდებულებს, რომ ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მივიღოთ,  ანუ მანდატების შეწყვეტას “ქართული ოცნების” უმრავლესობა მხარს დავუჭერთ”, – თქვა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობა” ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიების აღდგენას ითხოვს.

პარლამენტმა დღეს ოპოზიციონერი დეპუტატების – ელენე ხოშტარიას, შალვა ნათელაშვილისა და ბადრი ჯაფარიძის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ზარქუა: “ნაციონალური მოძრაობა” უპრინციპობის მაგალითია, ასეთი პოლიტიკური მორალისგან დაცლილი მანდატის მქონე პარლამენტში გჭირდებათ?

ისტორია მეორდება, 90-იანი წლების დასაწყისში ასე შემიწყვიტეს უფლებამოსილება – მაინტერესებს, ვინ მისცემს ხმას ამ აბსურდს: ბადრი ჯაფარიძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g