LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელი: დღეს არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვას შორისაა – რუსეთმა არჩევანი ომსა და დიპლომატიას შორის უნდა გააკეთოს

66
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელი განცხადებით, რუსეთმა ომსა და დიპლომატიას შორის არჩევანი უნდა გააკეთოს.

როგორც მიშელმა აღნიშნა, რუსეთის უპრეცედენტო სამხედრო ესკალაცია უკრაინის წინააღმდეგ საფრთხეს უქმნის მშვიდობასა და უსაფრთხოებას ევროპაში.

„ბოლო ორი დღის განმავლობაში რუსეთმა აჩვენა, რომ შესაძლოა ღია იყოს დიპლომატიის მიმართ და ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, გადადგას კონკრეტული და ხელშესახები ნაბიჯები დეესკალაციისკენ, რადგან ეს არის პირობა გულწრფელი პოლიტიკური დიალოგისთვის.

დღეს არის არჩევანი ომსა და ტრაგიკულ მსხვერპლშეწირვას შორის, რომელიც ომს მოსდევს, ან გამბედაობა პოლიტიკური ჩართულობის, გამბედაობა დიპლომატიური მოლაპარაკების“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორი დღის წინ განაცხადა, რომ 16 თებერვალი არა თავდასხმის, არამედ ერთიანობის დღედ იქცეოდა. დღეს უკრაინაში ერთიანობის დღეს აღნიშნეს. 

ამის საპასუხოდ რუსეთი კვლავ უარყოფს, რომ უკრაინაში შეჭრას აპირებს. მიუხედავად ამისა, მოსკოვს უკრაინის საზღვრებთან 100 000-ით ჯარისკაცი ჰყავს განთავსებული.

15 თებერვალს კრემლმა განაცხადა, რომ მისი სამხედრო ჯარების ნაწილი ბელარუსში წვრთნებს ასრულებს და მუდმივი დისლოკაციის ადგილს უბრუნდება.

რუსეთის ცნობით, წვრთნებში მონაწილე ქვედანაყოფები ყირიმსაც ტოვებენ

მასობრივ დეზინფორმაციის საშუალებებს ვთხოვ, გამოაქვეყნეთ რუსეთის შეჭრის განრიგი მომავალი წლისთვის, მსურს, შვებულება დავგეგმო: ზახაროვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g