LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით: ირაკლი კობახიძე

97
კობახიძე - გახარია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას და მისი გუნდის წევრებს „დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი ღალატის დეტალებთან დაკავშირებით“.

კობახიძის განმარტებით, გახარიას ღალატის დეტალები ეხება მისი პრემიერობის და შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდსაც. კობახიძის თქმით, „უხერხულობის მოხსნას ელოდება, რომ დეტალები თქვას“.

დადგება დრო, ვიტყვით…საუბარია ღალატის დეტალებზე, რომელიც შესაძლოა, შოკისმომგვრელი იყოს: ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიაზე

„გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დიდხანს არ მოუწევთ ლოდინი დეტალებთან დაკავშირებით. ფაქტები და მტკიცებულებები თავად წარმოადგინეს, მათ შორის უკანასკნელი კვირების განმავლობაში, როცა ოთხ მუნიციპალიტეტში ღია კოალიცია შექმნეს. ამიტომ, მტკიცებულება არავის არ სჭირდება. ჩემს განცხადებას ახლა არ ვაკონკრეტებ, რადგან როცა გარკვეული უხერხულობა მოიხსნება, ვიტყვი. ახლა რომ ვთქვა, მაშინ ყველაფერი უნდა ვთქვა. მგონია, რომ საზოგადოებამ დეტალებზე უნდა იცოდეს სრული სიმართლე. სამწუხაროდ, ახლა ვერ ვამბობ, მაგრამ მინიმუმ უაღრესად საინტერესო იქნება ის ინფორმაცია, რომელსაც ვიტყვი. ეს დეტალები ეხება პრემიერობის პერიოდსაც, შს მინისტრობის პერიოდსაც შეიძლება, ეხებოდეს და ასევე 17-18 თებერვალსაც. უხერხულობის მოხსნას ველოდები, რომ დეტალები ვთქვა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g