LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტაილანდის დედაქალაქს უამრავ სიტყვიანი სახელი ერქმევა – ბანგკოკი სახელწოდებას იცვლის

1155
28

თუ ტაილანდში მიემგზავრებით, უნდა იცოდეთ რომ მისი დედაქალაქის სახელწოდება შეიცვალა. ბანგკოკს, ამიერიდან, კრუნ თხეფ მაჰა ნახონი ერქმევა, თუმცა მისი სრული სახელი – რუნ თხეფ მაჰანკხონ ამონ რატტანაკოსინ მაჰინტარა აიუტაია მაჰადილოკი ფოპ ნოფარატი რატჩათანი ბურირომი უდომრაჭანიუე მაჰას ამონ პიმან აუატან სატით საკაჰატაია უიცანუკამ პრასიტი იქნება .

აღსანიშნავია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში სახელი „ბანგკოკი“ კვლავ აღიარებული დარჩება.

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ახალი ოფიციალური სახელწოდება არ შევა ძალაში მანამ, სანამ არ განიხილება ყველა კანონპროექტის შემსწავლელი კომიტეტის მიერ, თანაც, საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებითი დაკვირვების ქვეშ.

ცნობისთვის, ბანგკოკი ტაილანდის ეკონომიკური და საინვესტიციო ცენტრია. ის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ტურისტული დანიშნულების ადგილიცაა. ქალაქის ისტორია XV საუკუნეში იწყება, როცა ის მდინარე ჩაო ფრაიას დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სოფელი და აიუთაიას სამეფოს ნაწილი იყო. მდინარის ნაპირზე სტრატეგიულმა მდებარეობამ ქალაქის მნიშვნელობის გაზრდას შეუწყო ხელი. თავდაპირველად, ბანგკოკი საბაჟო პუნქტის ფუნქციას ასრულებდა. მდინარის ორივე ნაპირზე ციხე-სიმაგრეები იყო განლაგებული. მათთან დაკავშირებული ცნობილი მოვლენაა 1688 წლის ალყა, რომლიც შედეგადაც ფრანგები სიამიდან განდევნეს. დღევანდელი ბანგკოკის დაარსების თარიღად 1782 წლის 21 აპრილი სახელდება, დღე, როდესაც ქალაქის სვეტები აღმართეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g