LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 5000 დოლარამდე გაიზარდა – ფინანსთა მინისტრი

79
271749116-4862136077158000-5411841605988989229-n

2021 წელს, რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 10,6%-ს მიაღწია, რაც 2,5-ჯერ მეტია თავდაპირველად პროგნოზირებულ მაჩვენებელზე – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, 2019 წელთან შედარებით, ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 3.1%-ით გაუმჯობესდა.

„მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებელიც და თავდაპირველად პროგნოზირებული 53,4 მილიარდი ლარის ნაცვლად, 59.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც ეკონომიკის ნომინალური გამოხატულების 6 მილიარდიან ზრდას გულისხმობს, ხოლო 2020 წელთან შედარებით, 10 მილიარდ ლარზე მეტითაა გაზრდილი. შედეგად, 2021 წელს ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დონე 5000 აშშ დოლარამდე გაიზარდა“, – აღნიშნა ხუციშვილმა.

ფინანსთა მინისტრის განცხადებით, პანდემიის საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიიმართა ბიზნესის მხარდასაჭერად.

„ამ პერიოდში, ჩვენი მთავარი ამოცანა იყო თავიდან აგვერიდებინა პანდემიის გრძელვადიან ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდა და მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა სამუშაო ადგილები. შედეგად, შემოსავლების სამსახურში კომპანიების მიერ დეკლარირებული ინფორმაციის მიხედვით, 2021 წელს დასაქმებულთა დეკლარირებულმა რაოდენობამ 2019 წლის მაჩვენებელს 4.0 %-ით გადააჭარბა“, – დასძინა ფინანსთა მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g